დავით თარგამაძე შეიძლება ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდეს

AutoSharing Option
უკრაინული გაზეთი "კომანდა" იტყობინება, რომ 24 წლის ქართველ ნახევარმცველ დავით თარგამაძეს კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გამოუჩნდა.

"კომანდას" ცნობით, თარგამაძე ოდესის "ჩერნომორეცში" გადადის. შეგახსენებთ, რომ თარგამაძე "შახტარს" ეკუთვნის და იჯარით "ილიჩევეცში" გამოდის, თუმცა მას და თორნიკე ოქრიაშვილს ამ გუნდში თამაში აღარ სურთ და არც აპირებენ.

ამ სეზონში თარგამაძის ანგარიშზე მხოლოდ 6 მატჩია, რომლებშიც მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. "ჩერნომორეცი" 32 ქულით მე-5 ადგილზეა უკრაინის ჩემპიონატში.

ასევე იხილეთ:
დავით თარგამაძე: არ მომწონს ტინგიცა და ''ფრონცკი'' გოგონები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული