ჯაბა კანკავა უკრაინის 2013 წლის ოც საუკეთესო ფეხბურთელში მოხვდა

AutoSharing Option
უკრაინაში 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეობას პრემიერლიგის კლუბების ფეხბურთელები და მათი მწვრთნელები იღებდნენ.

გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიუღიათ მხოლოდ "შახტარის" ფეხბურთელებს და მწვრთნელს.

378 ბალით უკრაინის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ევგენი კონოპლიანკა (დნიპრო) გახდა. მეორე ადგილზე გავიდა ანდრეი იარმოლენკო (დინამო) - 245 ბალი, მესამეზე - მარკო დევიჩი (მეტალისტი) - 132.

აღსანიშნავია, რომ 20-ეულში ერთი ქართველი მოხვდა - ჯაბა კანკავამ 7 ქულა მოაგროვა და მე-19 ადგილზე გავიდა.

სხვა ქართველ ლეგიონერებს გამოკითხვაში ქულები არ მიუღიათ. შედგა სიმბოლური ნაკრებიც, რომელშიც ჩვენებურები არ
მოხვედრილან.

ასევე იხილეთ:
ჯაბა კანკავა უკრაინის ჩემპიონატის ნახევარმცველებში მე-4 ადგილზეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული