30 დეკემბერს "ინტერიამ" ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა "ლეგიას" პრეზიდენტ ლესნადორსკისთან, სადაც ის დვალიშვილის თემასაც შეეხო. პრეზიდენტმა დაიწუწუნა, ისეთი ფორვარდი რომ გვყოლოდა, თავის თავზე რომ აიღებდა თამაშს, ევროპალიგაზე სულ სხვა შედეგი გვექნებოდაო. ამას კი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვა, კი მაგრამ ასეთად არ გაგვაცანით ლადო
"ეს ტრანსფერი მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილი არ ყოფილა, ძალიან ბევრი ადამიანის აზრი გავითვალისწინეთ. ისე, სეზონი ბრწყინვალედ დავიწყეთ - მარეკ საგანოვსკიმ ერთბაშად სამი გოლი გაიტანა, ლადო დვალიშვილმა თავი კარგად წარმოაჩინა, პატრიკ მიკიტა იმედებს იძლეოდა. მერე კი საგანოვსკი დაიმტვრა, დვალიშვილი ძველებურად ვეღარ გამოდიოდა, ხოლო მიკიტამ ხელშეკრულება გააფორმა და როგორც ახალგაზრდებს მოსდით ხოლმე, თამაშს მოუკლო.
მაგრამ იპოვო 26-27 წლის ფორვარდი, რომელიც ბოლო ორი წელიწადი მაღალ დონეზე თამაშობს ევროპაში, პოლონური კლუბისთვის შეუძლებელია".
პრეზიდენტის ეს განცხადება ჟურნალისტმა შეიცხადა და შეახსენა მას, რომ "ლეგიას" ბიუჯეტი 80 მილიონია.
ასევე იხილეთ:
პოლონურმა გამოცემამ ლადო დვალიშვილს დასცინა - ტანკი კი არა, "ტანკიტოა"