სპლიტის "ჰაიდუკს" გიორგი ილურიძის გაყიდვა სურს?

AutoSharing Option
ხორვატიული "სპორტკომი" სპლიტის "ჰაიდუკის" მიერ ზაფხულში სამი ახალწვეულის, გიორგი ილურიძის, მისლავ ანდიელკოვიჩის და ჰარის ბუკვას შეძენას წყალში გადაყრილ ინვესტიციას უწოდებს.

"კლუბი გამალებით ეძებს კარგ ფორვარდს, მაგრამ მისი შეძენისთვის საჭიროა ვინმეს გაყიდვა. კლუბის ახალ სპორტულ დირექტორ გორან ვუჩევიჩს მძიმე ამოცანა აქვს გადასაჭრელი.

ახალწვეული სამეულიდან ანდიელკოვიჩი თავიდან კარგად თამაშობდა, თუმცა შემდეგ მოუკლო, ბუკვა და განსაკუთრებით, ილურიძე კი "ჰაიდუკის" მოთხოვნებს არ შეესაბამებიან. მეტიც, ეს სამეული კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელები არიან და გარანტირებულ 100 ათას ევროს იღებენ.

როგორც ჩვენ არაოფიციალურად შევიტყვეთ, კლუბი შეეცდება
ამ სამეულის მოცილებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს, მაგრამ ვინ იყიდის ისეთ ფეხბურთელებს, რომელთაც თითქმის არაფერი უჩვენებიათ ამ სეზონში?"
- კითხულობს "სპორტკომი".

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გიორგი ილურიძე "ჰაიდუკში" გორის "დილადან" გადავიდა. მან ამ სეზონში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
გიორგი ილურიძემ "ზადარის" მეკარე 10 წუთით გათიშა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
kargit raa? ra dainaxet am iluridzis natamashevi ver gavige, ra fexburtelia iluridze?dinamoshic ver gakachavs
goga
15:04 07-01-2014
0
ჩამოდი დინამოში!
ketili
11:22 07-01-2014
0

სიახლეები პოპულარული