"ვიტესი" 5 იანვარს ჩაფრინდა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბიში. პეტერ ბოშის გუნდი სეზონის განახლებისთვის ემზადება - 18 იანვარს "ვიტესი" "ზვოლეს" ესტუმრება. მანამდე "ვიტესი" 37 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "აიაქსსაც" ამდენი ქულა აქვს.
ორშაბათს გუნდმა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში მოაწყო. გუნდთან ერთად არიან ახალწვეულები: ბერტრან ტრაორე და ივან ობრადოვიჩი.
სამივე ქართველი მწყობრშია და ვარჯიშობს. ისინი შობას
იხილეთ ფოტოგალერეა
7 იანვარს კი ჰოლანდიურმა გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი გერმანულ "ვოლფსბურგთან" გამართა და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.
მატჩის 75-ე წუთზე გიორგი ჭანტურიამ პენალტით 3:0 დააწინაურა "ვიტესი". საბოლოოდ ეს გოლი გამარჯვებისა გამოდგა, რადგან ამის შემდეგ "ვოლფსბურგმა" ორი გოლის გატანა შეძლო.
გურამ კაშიამ პირველი ტაიმი ითამაშა, ჭანტურიამ და ვალერი ყაზაიშვილმა - მეორე.