რა ელის რუსული პრემიერლიგის ქართულ კვარტეტს ზამთარში

AutoSharing Option
რუსულმა "ფუტბოლ ტოპმა" საინტერესო სტატია გამოაქვეყნა რუსული კლუბების 25 საკადრო პრობლემაზე, რომლებიც მათ ზამთარში უნდა გადაწყვიტონ.

ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ ის კლუბები გვაინტერესებს, სადაც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ: "როსტოვი", "კრილია სოვეტოვი", "რუბინი" და "ანჟი".

სპარტაკში ფლანგი თავისუფლდება
საიტი "როსტოვის" მთავარ პრობლემად, სადაც იჯარით თამაშობს ჯანო ანანიძე, შემადგენლობის მოკლე სკამს ასახელებს. სასტარტოში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, რომელთა შორის ჯანოც გამოირჩევა, თუმცა შემცვლელები ამათი დონის აღარ არიან.

საიტის აზრით, რომელიმე ლიდერის ტრავმა "როსტოვის" ამბიციებს ძალიან შეუშლის ხელს.

აქვე ვიტყვით, რომ მოსკოვის "სპარტაკის" მთავარ პრობლემად გარემარბი
სახელდება. შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე ჯერ ისევ "სპარტაკის" საკუთრებაა და ერთი პუნქტის მიხედვით, "სპარტაკს" მისი დაბრუნება ყოველ მომენტში შეუძლია მოითხოვოს, ნახევარდაცვის ფლანგზე კი მას თამაში ნამდვილად შეუძლია.

ლეგიონერებს ავიწროებენ?
ყაზანის "რუბინს" ახალი მწვრთნელი ჰყავს და ამ გუნდმა ჯერ უნდა მოიფიქროს ტაქტიკა, თუმცა საიტი მიიჩნევს, რომ გუნდში ბევრი ლეგიონერია - მათ შორის არის საბა კვირკველიაც.

"რუბინში" მხოლოდ 4 რუსი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხვდება. ამიტომ "ფუტბოლ ტოპი" ყაზანურ კლუბს რუსების წილის გაზრდას (ბუნებრივია, ლეგიონერების ხარჯზე) ურჩევს.

ამისულაშვილი მაგრად დგას
"კრილია სოვეტოვი" 10 იანვარს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. მათ შორის არის ალექსანდრე ამისულაშვილიც.

აი, რას წერს საიტი "კრილიას" შესახებ:

"დაცვის ოთხეული: ფორბსი-ამისულაშვილი-ნადსონი-ცაგალოვი მაგრად დგას. პრობლემა კი ფორვარდია".

გრიგალავა პრემიერლიგის დონისაა
დაბოლოს, აუტსაიდერი "ანჟი", სადაც მარცხენა მცველი გია გრიგალავა თამაშობს. ლასინა ტრაორეს წასვლის შემდეგ გუნდს, უბრალოდ, აღარ ჰყავს გამტანი ფორვარდი.

პრობლემაა შუა ხაზშიც. აი, დაცვაში კი პრობლემა არაა, ყოველ პოზიციაზე ორი მცველი მაინც არის პრემიერლიგის დონის და მათ შორის გრიგალავაც არის ნახსენები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული