ავთო ებრალიძე - "ჟილ ვისენტეს" ერთადერთი ნათელი წერტილი

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" კუნძულ მადეირაზე "ნასიონალს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ქართველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა, ბრიტოს ნაცვლად. მართალია, ჩვენებურმა ვერაფერი შეცვალა, მაგრამ პორტუგალიური პრესისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო:

"ბოლოსკენ "ჟილ ვისენტე" ცდილობდა მეტოქის კართან შეტევების განხორციელებას, მაგრამ გუნდს ძალები არ ჰყოფნიდა. მხოლოდ ავთო და გაეტანო გამოიყურებოდნენ ცოცხლად, მაგრამ მათ მონდომებასაც "ნასიონალის" მცველები უმკლავდებოდნენ", - წერს "მულტი დესპორტესი".

"ჟილ ვისენტე" 18 ქულით მე-9 ადგილზეა. კლუბს ძალიან ცუდი დრო უდგას - ჩემპიონატში 3
ნოემბრის შემდეგ არ გაუმარჯვია.

ასევე იხილეთ:
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" "ბენფიკასთან" შერცხვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუხხხხ,რა უთამაშია?განსაკუთრებით თავით.
kola
16:28 13-01-2014
0

სიახლეები პოპულარული