"ვიტესის" უახლოეს თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია!

AutoSharing Option
13 იანვარს არნემის "ვიტესმა" დაასრულა ერთკვირიანი შეკრება აბუ დაბიში, რომლის განმავლობაშიც ქართველ ლეგიონერთა გუნდმა ორი მატჩი გამართა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გოლი გიორგი ჭანტურიამ (პენალტით) გაიტანა, რომელმაც "ჰამბურგის" წინააღმდეგ არ ითამაშა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორივე მატჩში მიიღეს მონაწილეობა კაპიტანმა გურამ კაშიამ და ვალერი ყაზაიშვილმა.

14 იანვარს გუნდმა უკვე არნემში ივარჯიშა. აბუ დაბისგან განსხვავებით, დიდი იყო სხვაობა კლიმატურ პირობებში, თუმცა "ვიტესს" სხვა გზა არა აქვს - "ზვოლესთან" საგარეო მატჩი 18 იანვარს ელის.

სხვათა შორის, "ზვოლეს" 13-ათასიან სტადიონზე "ვიტესთან" მატჩისთვის ყველა ბილეთი
უკვე გაყიდულია.

არნემის "ვიტესი" 37 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ "აიაქსს" ქულებით არ ჩამორჩება.

ასევე იხილეთ:
არნემის "ვიტესის" ქართველთა ვარჯიში აბუ დაბიში [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული