ნიკოლოზ გელაშვილი: ჩემი 10 გოლი ჩემპიონობისთვის უნდა გვეყოს

AutoSharing Option
"აზერისპორტმა" აგდამის "ყარაბახის" ქართველ ფორვარდ ნიკოლოზ გელაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც საქართველოს ნაკრების წევრი მომავლის გეგმებზე საუბრობს:

შეგახსენებთ, რომ "ყარაბახი" 36 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო 28 წლის გელაშვილის ანგარიშზე 5 გოლია.

- ხომ არ გიჭირთ ვარჯიშებზე?
- არა, გუნდი კარგი განწყობით ემზადება სეზონის განახლებისთვის. ჩვენ გეგმები გვაქვს და გვსურს, ჩემპიონატის პირველ ნახევარში მიღწეული წარმატება განვავითაროთ.

- სასიამოვნოა პრემიერლიგის ლიდერის რანგში ყოფნა?
- რა თქმა უნდა, თუმცა გაცილებით სასიამოვნო ჩემპიონობა იქნება.

- ოთხი საკონტროლო მატჩი გელოდებათ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ მათ?
- ჩემთვის
და მთელი გუნდისთვისაც ეს მატჩები მნიშვნელოვანია გუნდური თამაშის დასახვეწად.

- მალე დაიწყებთ გოლების გატანას?
- კარგი იქნება, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო საკონტროლო თამაშებში. საერთოდ კი, მნიშვნელოვანი ჩემი გოლები კი არა, კლუბის წარმატებაა.

- თავად როგორ შეაფასებთ თქვენს გამოსვლას სეზონის პირველ ნაწილში?
- შემეძლო უკეთაც მეთამაშა და 2-3 გოლით მეტიც გამეტანა. თავად უკეთ ვიცი, რომ ეს არ არის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

- რას უნდა ველოდოთ "ყარაბახისგან" სეზონის დასკვნით ნაწილში?
- ჩემპიონატის მოგებას! სერიოზული კონკურენტები გვყავს: "გაბალა", "ნეფთჩი", "ბაქი" და "ინტერი", მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ ჩემპიონობა მომავლისთვის გადავდოთ.

- და მაინც, რომელი უფრო სერიოზული კონკურენტია ჩამოთვლილ გუნდებში?
- ვერ გამოვყოფ. გადამწყვეტ მომენტში ნებისმიერი საშიშია.

- თავად რამდენი გოლის გატანას აპირებთ?
- რაც მეტი, მით უკეთესი, თუმცა მსურს 10 გოლი მაინც გავიტანო, რასაც ჩემი თანაგუნდელების გოლებიც დაემატება და ჩემპიონიც გავხდებით.

ასევე იხილეთ:
ნიკოლოზ გელაშვილის "ყარაბახი" ზამთრის ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოეეე
mishka
19:39 14-01-2014
0
კარგია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული