კახა ალადაშვილი ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" მეორე შეკრებაზე შეუერთდება

AutoSharing Option
რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია და "ლელოშიც" ვწერდით, რომ გორის "დილას" მარჯვენაფლანგელი კახა ალადაშვილი ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" ჩაირიცხა.

თუმცა ხაბაროვსკში არ დასტურდება "ამურ პრესის" ინფორმაცია, თითქოს, 30 წლის ქართველი "სკა ენერგიასთან" ერთად შეკრებაზე ისრაელში იმყოფება.

მას თბილისში დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ალადაშვილს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკითხი გადაწყვეტილია.

საქმე ისაა, რომ ალადაშვილს რუსეთში სათამაშოდ შრომის ვიზის აღება სჭირდება და ამ საკითხის მოგვარებას ელოდება. ეს კი, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურაა.

"სკა ენერგიამ" ისრაელში მოსამზადებელი შეკრება 11
იანვარს დაიწყო. ამიტომ ალადაშვილი იძულებულია, დროებით საქართველოში მოემზადოს.

სავარაუდოდ, "დილას" ყოფილი ფეხბურთელი ხაბაროვსკელებს მეორე შეკრებაზე შეუერთდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული