ნიკოლოზ გელაშვილი მძიმე ტრავმას გადაურჩა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერი, აგდამის "ყარაბახი" აგრძელებს ანტალიურ შეკრებას, ოღონდ ნიკოლოზ გელაშვილის გარეშე.

ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ვარჯიშზე კოჭი ისე დაიზიანა, რომ საკაცით გასაყვანი გახდა. თავიდან მისი მდგომარეობა უფრო რთული ჩანდა, თუმცა ექიმთა დასკვნა დამაიმედებელია - "ყარაბახმა" ფორვარდი მხოლოდ 10 დღით დაკარგა.

ამასობაში თურქეთში მყოფმა ზაქათალის "სიმურგმა", რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, საკონტროლო მატჩში გერმანული "ველბერტი" 1:0 დაამარცხა. "ველბერტი" გერმანიის რეგიონალლიგაში ასპარეზობს.

ასევე იხილეთ:
ნიკოლოზ გელაშვილმა თურქულ შეკრებაზე მძიმე ტრავმა მიიღო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული