ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ვარჯიშზე კოჭი ისე დაიზიანა, რომ საკაცით გასაყვანი გახდა. თავიდან მისი მდგომარეობა უფრო რთული ჩანდა, თუმცა ექიმთა დასკვნა დამაიმედებელია - "ყარაბახმა" ფორვარდი მხოლოდ 10 დღით დაკარგა.
ამასობაში თურქეთში მყოფმა ზაქათალის "სიმურგმა", რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, საკონტროლო მატჩში გერმანული "ველბერტი" 1:0 დაამარცხა. "ველბერტი" გერმანიის რეგიონალლიგაში ასპარეზობს.
ასევე იხილეთ:
ნიკოლოზ გელაშვილმა თურქულ შეკრებაზე მძიმე ტრავმა მიიღო