მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლში" ვარჯიშის დროს ფეხბურთელი დაიღუპა

AutoSharing Option
17 იანვარს, უკრაინული "სევასტოპოლის" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი პაველ ტკაჩენკო ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. შეგახსენებთ, ამ კლუბის ღირსებას ქართველი ფეხბურთელი მათე ღვინიანიძე იცავს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 16 წლის მოთამაშე სრულებით უწყინარ სიტუაციაში, ვარჯიშის დროს, მოედანზე დაეცა და გონება დაკარგა. ახალგაზრდა ფეხბურთელის სიცოცხლის გადასარჩენად ჯერ გუნდის ექიმების, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადის ყველა ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

ტკაჩენკოს 2013 წლის გაზაფხულზე უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

"სევასტოპოლის" მოთამაშეები და კლუბის თანამშრომლები მომხდარით შოკირებულები არიან, - წერს კლუბის საიტი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საწყალი რა ლამაზი ბავშვია მტლად, უფალმა გაანატლოს
ania
19:16 18-01-2014
0
ფეხბურთი გლადიატორობას დაემსგავსა. უდიდესი დატვირთვებია.
ჯ.ჩ.
16:36 18-01-2014
0

სიახლეები პოპულარული