უკრაინის ჩემპიონატის განახლებისთვის ყველაზე უჩვეულოდ ჯაბა ლიპარტიას "ზორია" ემზადება. ლუგანსკელები ფუტსალის ტურნირში მონაწილეობენ, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი აქვს.
"ზორიას" ფეხბურთელებმა თავიანთი "გუნდები" გააკეთეს - ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრ გრიცაის გუნდში მოხვდა. მესამე ადგილისთვის მატჩში ამ გუნდმა 5:4 დაამარცხა მაქსიმ ბელის "გუნდი".
ჯაბა ლიპარტია მატჩის გმირი გახდა, მან დუბლი შეასრულა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.