ამ შეხვედრაში "ანჟის" ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ პირველი ტაიმი ითამაშა, რომელიც 0:0 დასრულდა.
საინტერესოა, რომ გრიგალავა ქართველმა შეცვალა - გია ჯიქიამ, რომელიც "ანჟიში" სინჯებზეა. ეს ფეხბურთელი 20 წლისაა და მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებში თამაშობდა. ჯიქია რუსეთის მოქალაქეა.
"ანჟიმ" დაასრულა შეკრება, სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მალე ისევ ეწვევა თურქეთს და 4 მატჩს გამართავს.