ნუკრი რევიშვილი მალტურ "ვალეტას" უკვე შეუერთდა, ირაკლი მაისურაძე კი ვიზას ელის

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებისა და გორის "დილას" მეკარე ნუკრი რევიშვილი და მისი თანაგუნდელი, ნაკრების წევრობის კანდიდატი ირაკლი მაისურაძე კარიერას მალტაში გააგრძელებენ.

ქართველების დამატება ამ კუნძულოვანი ქვეყნის პრემიერლიგის კლუბ "ვალეტას" (21-გზის ჩემპიონი) სურდა.

შევიტყვეთ, რომ რევიშვილი მალტაში 21 იანვარს გაემგზავრა და უკვე გუნდთან ერთადაა. ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" კი ჩვენებურთა ტრანსფერები განხორციელებულადაც გამოაცხადა. თუმცა სააგენტომ იჩქარა: ირაკლი მაისურაძე ჯერაც თბილისშია და კუნძულზე გასამგზავრებლად ვიზას ელოდება.

სავარაუდოდ, საკითხის მოგვარებას
რამდენიმე დღე დასჭირდება. თავად ფეხბურთელის თქმით, კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია და მხოლოდ ადგილზე გაარკვევს, რა ვადიან ხელშეკრულებაზე იქნება ლაპარაკი.

საინტერესოა, რომ "ტრანსფერმარკტმა" ორივე ქართველის გრაფაში დაწერა - "თავისუფალი ტრანსფერი". ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ყოფილი კლუბი გორის "დილა" ამ გარიგებიდან ერთ თეთრსაც ვერ მიიღებს. ამაში უცნაური არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ რევიშვილსა და მაისურაძეს კონტრაქტები დაუმთავრდათ და თავისუფალი აგენტები გახდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნუკრი რევიშვილი: უბედურება ისაა, რომ აქ თამაშს მალტაში წასვლაც ჯობია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული