დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვიდა

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი დავით სირაძე გაკოტრებული ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვიდა. ჩრდილოკავკასიური გუნდი შვებულებიდან 8 იანვარს გამოვიდა. მაშინ ფეხბურთელებს მოულოდნელი ამბავი შეატყობინეს, გუნდი იშლება და პირველ დივიზიონში თამაშს წყვეტსო.

საბოლოოდ, "სპარტაკის" შენარჩუნება შეძლეს, გუნდი ჩაამთავრებს ჩემპიონატს, მაგრამ ფეხბურთელებს დავალიანებებს ვერ უნაზღაურებენ.

"დავით სირაძემ შეწყვიტა თანამშრომლობა ნალჩიკურ კლუბთან", - წერს რუსეთის პირველი დივიზიონის ოფიციალური საიტი.

ორმხრივი შეთანხმებით, ქართველის კონტრაქტი გაუქმებულია. არ იტყობინებიან, სად შეიძლება გააგრძელოს სირაძემ თამაში, თუმცა სხვადასხვა წყარო არ გამორიცხავს, რომ ვეტერანი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს.

დავით სირაძე 2008 წლიდან იყო "სპარტაკის"
ფეხბურთელი. მან 92 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
დავით სირაძე: მაშინ კარგი ვიყავი, ახლა კი "რაღა დროს სირაძეა"?!
მკითხველის კომენტარები / 4 /
წამოვიდა თუ წავიდა???
giorgipirweli
17:03 23-01-2014
0
მაგარი თავდასხმელი იყოო 98 თამაში 12 გოლს რო გაიტა სირცხვილია და კიდე პრეტენზიები აქვს ნაკრებზე!
ტატო
17:35 23-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული