როგორ მოხვდა "ქაისერისფორის" ქართველი მცველი პრეზიდენტებთან, ამის შესახებ თავად ხიზანიშვილს დავეკითხეთ:
"იმ შეხვედრაზე ქართული საფეხბურთო სამყაროდან მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, "ქასიმფაშას" მწვრთნელი შოთა არველაძეც ესწრებოდა.
თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის საპატივცემულოდ ვახშამი იყო და დაგვპატიჟეს".
იხილეთ: არველაძემ და ხიზანიშვილმა თურქეთში საქართველოს პრეზიდენტს "უმასპინძლეს"
სურათზე ჩანს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ხიზანიშვილზე რაღაცას მიანიშნებს. ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს ამ დეტალზეც ვთხოვეთ
"ასეთ შეხვედრებზე არაოფიციალური ატმოსფეროა, უშუალო ურთიერთობებია. აბდულა გიულიმ მარგველაშვილს უთხრა, შენ შემდეგ პრეზიდენტი ხიზანიშვილი უნდა იყოსო და მის ნათქვამზე ყველამ გულიანად ვიცინეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"