აზერბაიჯანის ყველაზე ქართულმა გუნდმა შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა. სხვათა შორის, გერმანულ "ზეიტსთან" შეხვედრაში, რომელიც კახაბერ ცხადაძის შეგირდებმა 2:0 მოიგეს, პირველი გოლი მე-7 წუთზე სწორედ ბაჩანამ გაიტანა.
ინტერვიუში ქართველი თავდამსხმელი თურქულ შეკრებასა და აზერბაიჯანის ჩემპიონატში დასახულ მიზნებზე საუბრობს.
- როგორ შეაფასებთ "ინტერის" გამოსვლას ოთხ ამხანაგურ მატჩში?
- ორში გავიმარჯვეთ და ეს ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. ჰოლანდიურ "ასტენთან" დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ წავაგეთ გერმანულ "ჰოლშტაინთან". იმ თამაშში მოედანზე
რაც შეეხება "აქტობესთან" თამაშს, ის ჩვენი კარნახით წარიმართა, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ რატომღაც მოვეშვით და გოლი მივიღეთ.
- რას იტყვით ბოლო მატჩზე, გერმანულ "ზეიტსთან"?
- რა თქმა უნდა, ანგარიშით 2:0 მოგება კარგია, მაგრამ მეტოქე სუსტი იყო და მეორე ტაიმში ჩვენს შემადგენლობაში პოტენციურმა ახალწვეულებმა ითამაშეს.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე შედეგს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს და მთავარი სეზონისთვის სათანადოდ მომზადებაა.
- რამდენად მზადაა "ინტერი" ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის?
- სჯობს, ეს მთავარ მწვრთნელს ჰკითხოთ, თუმცა მე მგონია, რომ "ინტერი" მძიმე ბრძოლებისთვის მზად იქნება. ჩემპიონატის სტარტზე ქულები ისედაც საკმარისად გავფლანგეთ და ახლა თითოეულ თამაშში მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს.
- წარუმატებელი სტარტის მიზეზი რა იყო?
- მიზეზები ჩემთვის გაუგებარია. არცთუ ურიგოდ ვთამაშობდით, მოედანზე საბრძოლველად დამუხტულები გავდიოდით, გაგვქონდა გოლებიც, მაგრამ უაზრო შეცდომებს ვუშვებით.
საბედნიეროდ, შევძელით გონზე მოსვლა და ახლა "ნეფთჩის" შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, რისი გაბათილებაც სავსებით შესაძლებელია. მით უმეტეს, თუკი შექმნილ მომენტებს გამოვიყენებთ.
- რამდენ გუნდს შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა?
- ვფიქრობ, პირველი ხუთეულის ყველა გუნდს.
- "ინტერის" მიზანი ოქროს მედლებია?
- მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა და შეგვწევს ძალა, პრიზიორთა შორის მოვხვდეთ. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
- "ინტერისთვის" ყველაზე უხერხულ მეტოქედ რომელს მიიჩნევთ?
- "ყარაბაღს". ეს გუნდი კარგ ფეხბურთს უჩვენებს და ყველა მეტოქის თავისტკივილია.