"ილიჩევეცის" მწვრთნელი: დავით თარგამაძე თუ დაბრუნდება, დუბლებში გავუშვებთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თორნიკე ოქრიაშვილმა და დავით თარგამაძემ, წლის მიწურულს დატოვეს მარიუპოლის "ილიჩევეცი", სადაც იჯარით თამაშობდნენ.

ქართველი ფეხბურთელების მომავალი, რომელთა სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, ჯერაც არაა დაზუსტებული. თორნიკე ოქრიაშვილმა ოდესის "ჩერნომორეცთან" ერთი შეკრება გაიარა და სავარაუდოდ, იჯარით სწორედ ამ გუნდში გააგრძელებს გამოსვლას.

აი, რაც შეეხება დავითს, მისი საკითხი უფრო ბურუსითაა მოცული.

Sportall.Ge

ამასობაში, მარიუპოლის "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა, რომელიც ბოლო პერიოდში ქართველებს ხან ირიბად, ხან ღიად აკრიტიკებდა, Football.ua-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვასთან ერთად თარგამაძესა და ოქრიაშვილზეც ისაუბრა.

- თუკი
ოქრიაშვილი "ჩერნომორეცთან" კონტრაქტს ვერ გააფორმებს, შესაძლებელია მისი დაბრუნება თქვენს გუნდში?

- თუკი ოქრიაშვილი და თარგამაძე "ილიჩევეცში" დაბრუნებას მოინდომებენ, გასათვალისწინებელი იქნება არა მხოლოდ ჩემი სურვილი, არამედ კლუბის საპატიო პრეზიდენტის, ვლადიმირ ბოიკოს აზრიც.

- ვლადიმირ ბოიკოს სურს თარგამაძისა და ოქრიაშვილის გუნდში კვლავ ხილვა?
- არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. თუმცა, თარგამაძის საკითხზე საუბრისას დათანახმდა, დააბრუნოს ფეხბურთელი გუნდში, თუკი ის ახალ კლუბს ვერ მოძებნის.

- და თავად თარგამაძე თუ გეხმიანებათ ბოლო დროს?
- რამდენადაც ვიცი, ის ამ დღეებში უნდა დაბრუნდეს ჩვენს გუნდში, თუ რა თქმა უნდა, ახალ კლუბს ვერ გამოძებნის. ჩვენთან კი ის მუშაობას დუბლშემადგენლობასთან დაიწყებს, შემდეგ კი გადავწყვიტავთ, დავაწინაუროთ თუ არა პირველ გუნდში.

- ანუ, მას დუბლებში გადაყვანით დასჯით?
- არა, ეს დასჯა არ იქნება. ის ხომ მთელი თვე არ ყოფილა ჩვენთან. ჩვენ ვარჯიში 8 იანვარს დავიწყეთ, 27-ში კი უკვე საზღვარგარეთ მივფრინავთ. გამოდის, რომ თარგამაძე 20 დღე არ ყოფილა. მან ჯერ სამედიცინო შემოწმება, წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი უნდა გაიაროს, რაც დუბლშემადგენლობასთან უფრო გაუადვილდება, ვიდრე გუნდთან, რომელმაც გარკვეულ კონდიციებს უკვე მიაღწია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარგამაძე და ოქრიაშვილი არიან არაპროფესიონალი ... ადამიანები, რომელთაც გულშემატკივრები სულ ფეხებზე კიდიათ და რაც ყველაზე მთავარია უდისიპლინო ცხოვრებით ცხოვრება ქართველ ქომაგებთან ერთად პირველ რიგში მათ .. ცხოვრებას ავნებს!
giorgi
15:56 26-01-2014
0
ქეცბაია უჩალიჩებს :დ
ოხ ქეცბა
14:17 26-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული