გიორგი ილურიძემ თურქულ შეკრებაზე კორეელებს გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ჰაიდუკმა" ამხანაგური მატჩი გამართა კორეულ "გიეონგნამთან" და 2:3 წააგო.

გიორგი ილურიძემ 90 წუთი ითამაშა ხორვატთა შემადგენლობაში და 67-ე წუთზე კორეელებს გოლი გაუტანა.

ილურიძე მეკარესთან მარტო მაგლიცამ დატოვა, თუმცა ამ გოლში უდიდესი დამსახურება კუასის მიუძღვის, რომელმაც კორეელთა ნახევარი გუნდი მოატყუა.

"ჰაიდუკს" რუსულ "ამკართან" უნდა ეთამაშა, მაგრამ შტორმმა ეს შეხვედრა ჩაშალა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული