ამ შეხვედრაში სტუმართა მეორე გოლი მცველ ამირან სანაიას ანგარიშზეა. ეს 57-ე წუთზე მოხდა.
"ლუზენაკი" 38 ქულით პირველ ადგილზეა და ლიგა 2-ში გადასვლის სერიოზული კანდიდატია.
რაც შეეხება სანაიას, ეს ქართველი მცველის პირველი გოლია ფრანგულ კარიერაში. აქამდე ის "ლე მანში" და "ბასტიაში" თამაშობდა.