ავთო ებრალიძე სასტარტო შემადგენლობას "ბენფიკასთან" მატჩში დაუბრუნდა

AutoSharing Option
პორტუგალიის ლიგის თასზე ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" ლისაბონის "ბენფიკას" ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟე ჟესუსმა ბევრი მოწინავე ფეხბურთელი დაასვენა, 0:1 წააგო.

ავთომ საკმაო ხნის პაუზის მერე, პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე 90 წუთი იყო, თუმცა გამორჩეული არ ყოფილა.

ჯგუფს "ბენფიკა" ქულათა მაქსიმუმით - 9 - ლიდერობს, "ჟილ ვისენტეს" კი ორი ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ებრალიძის გუნდი ახლა ძალიან ცუდ ფორმაშია - 3 ნოემბრის მერე არ მოუგია - არადა, ყველა ტურნირში 12 მატჩი გამართა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული