ვინაა მესამე ქართველი, რომელიც მალტურ "ვალეტაში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
მალტური კლუბის, "ვალეტას" პრეზიდენტმა ვიქტორ სკირიჰამ "თაიმს მალტასთან" საუბარში დიდი ინტრიგა გააჩინა, როცა თქვა - ჩვენთან სამი ქართველი ფეხბურთელი ვარჯიშობსო.

მანამდე ვიცოდით, რომ გუნდში კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი და გორის "დილას" საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე გააგრძელებდნენ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა სავიზო პრობლემები მოაგვარა და უკვე მალტაშია.

დავაზუსტეთ, რომ "ვალეტაში" ვარჯიშობს საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნიგერიელი აბაიომი სეუნი ოვონიკოკო.

"გაგრას" ვიცე-პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ დაგვიდასტურა, რომ 21 წლის თავდამსხმელი სწორედ მალტაში გაუშვეს.

Sportall.Ge

"როცა მალტელებმა კლუბის გაძლიერება გადაწყვიტეს, ჩვენს პრეზიდენტ ბესიკ
ჩიხრაძესაც
დაუკავშირდნენ. საბოლოოდ, ოვონიკოკოს წასვლის საშუალება მივეცით. ის "ვალეტაში" 6-თვიანი იჯარით ითამაშებს და მასზე იქნება დამოკიდებული, უკეთეს დონეზე გააგრძელებს თამაშებს თუ კვლავ საქართველოში დაბრუნდება", - გვითხრა ჩიხრაძემ.

მანვე გაგვიმხილა, რომ სომხეთში გააგრძელებს კარიერას "გაგრას" კიდევ ერთი ნიგერიელი თავდამსხმელი - ჯონი ჯერემია სომხეთის ჩემპიონატის ლიდერთა შორის მყოფ ერევნის "მიკაში" ითამაშებს. შეთანხმების მიხედვით, ჯერემია გუნდში 5 ივნისამდე დარჩება. ამასთან, სომხურმა კლუბმა ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ სირცხვილია, როგორ დავეცით ყველაფერში დავეცით, ყველაფერი დავკარგეთ, თავმოყვარეობა დავკარგეთ უკვე აღარაფერც აღარ წარმოვადგენთ არაფერში.
gaga
17:43 29-01-2014
0

სიახლეები პოპულარული