28 წლის ქართველს მალე შეტევის ხაზში შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ლეგია" გაძლიერებას გეგმავს.
"ლეგიას" ორი პორტუგალიელიდან ერთ-ერთის შეძენა სურს. ესენია ორლანდო ზა და მარკო პაიშაო.
მარეკ საგანოვსკის სერიოზული ტრავმის გამო "ლეგიამ" მთელი შემოდგომა ერთი ცენტრფორვარდის ამარა გალია და კლუბს ამის გამეორება აღარ სურს.
რაც შეეხება ლადოს, ქართველმა ამ სეზონში 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა (ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში), მაგრამ ბევრ შეხვედრაში პასიურობდა.
"რა
ახალი მწვრთნელი ბერგი მენდობა და ეს ძალიან მომწონს. ნორვეგიელმა უკვე შემოიტანა ჩვენს სქემებში სიახლეები. ვნახოთ, როგორ გაამართლებს ეს ყველაფერი.
ბელეკში კარგი პირობები გვქონდა ვარჯიშის და თამაშის. ახლა პოლონეთში ვემზადებით და ჩვენი მთავარი მეტოქე ცუდი ამინდია, თუმცა მალე ესპანურ შეკრებაზე წავალთ, სადაც ასეთი პრობლემა აღარ შეგვაწუხებს", - განაცხადა ლადომ.