ლადო დვალიშვილი: "ლეგიაში" ახალი კონკურენტის არ მეშინია

AutoSharing Option
"პრჟეგლად სპორტოვისთან" ინტერვიუში ვარშავის "ლეგიას" ქართველმა ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა განაცხადა, რომ არ ეშინია კლუბში კონკურენციის.

28 წლის ქართველს მალე შეტევის ხაზში შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ლეგია" გაძლიერებას გეგმავს.

"ლეგიას" ორი პორტუგალიელიდან ერთ-ერთის შეძენა სურს. ესენია ორლანდო ზა და მარკო პაიშაო.

მარეკ საგანოვსკის
სერიოზული ტრავმის გამო "ლეგიამ" მთელი შემოდგომა ერთი ცენტრფორვარდის ამარა გალია და კლუბს ამის გამეორება აღარ სურს.

რაც შეეხება ლადოს, ქართველმა ამ სეზონში 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა (ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში), მაგრამ ბევრ შეხვედრაში პასიურობდა.

"რა
თქმა უნდა, ახალი კონკურენტის არ მეშინია. ვინც უნდა მოვიდეს გუნდში, ჩემი მისია თამაში და გოლის გატანა იქნება. ეს ხომ ჩემი მოვალეობაცაა.

ახალი მწვრთნელი ბერგი მენდობა და ეს ძალიან მომწონს. ნორვეგიელმა უკვე შემოიტანა ჩვენს სქემებში სიახლეები. ვნახოთ, როგორ გაამართლებს ეს ყველაფერი
.

ბელეკში კარგი პირობები გვქონდა ვარჯიშის და თამაშის. ახლა პოლონეთში ვემზადებით და ჩვენი მთავარი მეტოქე ცუდი ამინდია, თუმცა მალე ესპანურ შეკრებაზე წავალთ, სადაც ასეთი პრობლემა აღარ შეგვაწუხებს", - განაცხადა ლადომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული