სანდრო ხაბაძე პოლონეთში ისინჯება

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი სანდრო ხაბაძე პოლონეთში ისინჯება. 20 წლის ახალგაზრდა თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობასა და თამარაშენის "ლიახვში" თამაშობდა, იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი.

შარშან ხაბაძე ცხინვალის "სპარტაკში" ვარჯიშობდა, როცა ლიტვის ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბ კლაიპედას "გრანიტასში" მიიწვიეს, სადაც 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

20 წლის გიგანტი (198 სმ) თავდამსხმელი საქართველოს ეროვნული გუნდისა და თბილისის "დინამოს" მეკარის, გიორგი ლორიას დიშვილია. ლიტვაში წასული ხაბაძე ამბობდა - ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, აქ პირველი ლიგის მატჩებსაც ბევრი ევროპელი სელექციონერი ესწრება და წინადადებას ველოდებიო.

შევიტყვეთ, რომ სანდრო ახლა
პოლონეთშია და იქაურ მეორე ლიგაში მესამე ადგილზე მყოფ "სტალში" (მიელეცი) ისინჯება. ამ გუნდს საკონტროლო მატჩი ჩაეშალა და თავისსავე სათადარიგოებს გაეჯიბრა. მთავარმა მწვრთნელმა ხაბაძე დუბლებში ათამაშა.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ "ქართველის გუნდმა" ძირითადი შემადგენლობა 4:2 დაამარცხა.

ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. 1:2-ზე მან მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც წონასწორობა აღდგა.

საბოლოო ანგარიში კი უკვე თავად ხაბაძემ დააფიქსირა - უნაკლოდ შეასრულა თერთმეტმეტრიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანდრო ზალიან კარგი ფეხბურთელია იქნებ მიაქციონ კურადგება და შევუწყოთ ხელი ძალიან ცაგვაგდება საქართველოს ნაკრებში
bondo
15:58 04-02-2014
0

სიახლეები პოპულარული