"ანჟი", რომელიც ევროპალიგისთვის ემზადება, მესამე შეკრებას ესპანეთში გაივლის.
თურქეთში ბოლო ამხანაგური მატჩი "ტიმოკთან" გამართა და 5:0 მოიგო. გია გრიგალავამ შეხვედრა შეუცვლელად გამართა. პირველი გოლი კი სწორედ მისი პასით გაიტანა სმოლოვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის 1/16-ფინალში "ანჟის" მეტოქე ბელგიური "გენკია".