დავით თარგამაძე იჯარით "ურალში" ითამაშებს

AutoSharing Option
დავით თარგამაძე, რომელიც მარიუპოლის "ილიჩევეციდან" თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად წამოვიდა, რუსული championat.com-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სეზონის ბოლომდე იჯარით "ურალში" ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძის სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის.

ცნობისთვის, რუსულ კლუბში "დილას" ყოფილი ნახევარმცველი ლაშა გვალიაც ირიცხება, რომელიც რუსეთის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ამ გუნდში თამაშს აქამდე ვერ ახერხებდა.

ამჟამად "ურალი" რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები დავით.
mari
21:37 05-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული