რინატ ბილიალეტდინოვი: საბა კვირკველიას უნდა გავუფრთხილდეთ

AutoSharing Option
მარბელიაში დაიწყო ამხანაგური საერთაშორისო ტურნირი "ბრილიანტის თასი", რომელშიც 4 კლუბი ასპარეზობს. ქართული ტრიოს "დნიპროს" 2:0 გამარჯვების შესახებ (რუმინული "კლუჟის" წინააღმდეგ) ინფორმაცია უკვე შემოგთავაზეთ. I ტურის მეორე მატჩში ყაზანის "რუბინმა" ბულგარული "ლუბიმეცი" 3:0 გაანადგურა.

"რუბინის" რიგებში საიმედოდ ითამაშა პირველი ტაიმი საბა კვირკველიამ, მეორე ტაიმში კი რუსული გუნდი თითქმის მთლიანად შეცვლილი შემადგენლობით გავიდა სათამაშოდ.

"კვირკველია და კუზმინი იმიტომ გავიყვანე, რომ ამ ბიჭებს დასვენება სჭირდებათ, მათ უნდა მოვუფრთხილდეთ. კვირკველიამ და დაცვის სხვა ფეხბურთელებმა პოზიციურად სწორი ფეხბურთი შემოგვთავაზეს", - განაცხადა მატჩის შემდეგ "რუბინის" თავკაცმა
რინატ ნილიალეტდინოვმა
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული