ნალჩიკის "სპარტაკის" ახალი ქართველები: ნიკა ჩხაპელია და გიორგი ჯიქია

AutoSharing Option
რუსეთის პირველი დივიზიონის ნალჩიკის "სპარტაკი", რომელიც გაკოტრებას ძლივს გადაურჩა, თურქულ შეკრებაზეა, სადაც პირველი შეხვედრაც გამართა.

"სპარტაკი" მოულოდნელად დამარცხდა ბულგარულ "მონტანასთან" - 0:2.

ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "ნალჩიკის" არც ერთ ქართველს: არც დავით სირაძეს და არც გუჯა რუხაიას. არადა, ნალჩიკელთა ოფიციალური საიტი იუწყებოდა, რომ ისინი გუნდთან ერთად გაემგზავრნენ. სამაგიეროდ, ითამაშა 20 წლის გიორგი ჯიქიამ, რომელიც ამას წინათ "სკა-ენერგიაში" ისინჯებოდა.

"სპარტაკის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბის წევრი კიდევ ერთი ქართველი გახდა, რომელიც უკვე რუსეთის მოქალაქეა - 19 წლის
ფორვარდი ნიკა ჩხაპელია. ჩხაპელია ბოლოს "კრასნოდარის" სარეზერვო გუნდში თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული