ლევან ყენია კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
10 თებერვალს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-20 ტურის დასკვნით მატჩში, ერთმანეთს "მიუნხენ 1860" და დიუსელდორფის "ფორტუნა" დაუპირისპირდებიან. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელის რიგებში ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია გამოდის.

23 წლის ქართველი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს სეზონის დასაწყისში უკრაინული "კარპატიდან" შეუერთდა და საკმაოდ კარგი დებიუტიც ჰქონდა.

თუმცა ყენიას ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და რამდენიმე ტურია, მოედანზე არ გამოჩენილა.

გერმანული პრესის ინფორმაციით, მატჩის წინ "ფორტუნა" საკადრო პრობლემებს არ უჩივის. რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, ქართველი შემტევიც ტრავმირებულია და დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ყენიამ
დიუსელდორფელთა შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა.

კახა თორია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული