ამისულაშვილს სანაკრებო მიწვევა არ მისვლია, ლიპარტია მწვრთნელს არ მოსწონს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ორი ქართველი ლეგიონერის გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს - ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" 1:0 მოუგო ალეკო ამისულაშვილის "კრილია სოვეტოვს".

ისე მოხდა, რომ ქართველები ერთმანეთს მოედანზე ვერ დაუპირისპირდნენ: ამისულაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, ლიპარტიამ - მეორე.

ამასობაში "ზორიას" საიტზე გამოქვეყნდა მთავარი მწვრთნელის, იური ვერნიდუბის ინტერვიუ. ერთ-ერთი კითხვა უშუალოდ ეხება ჯაბა ლიპარტიას, ამიტომ აქვე გთავაზობთ:

- თქვენ პლეიმეიქერს ეძებთ, არადა, გუნდში არიან ლიპარტია და ლიუბენოვიჩი. გამოდის, რომ მათი თამაშით უკმაყოფილო ხართ?
- ვფიქრობ, რომ ბიჭები ამას ისედაც ხვდებიან თავად. ეს ფაქტი, მათზე კარგად უნდა
აისახოს, კონკურენცია გაიზრდება. თანაც, ლიპარტიას და ლიუბენოვიჩის გარდა, უკვე გვყავს მალინოვსკი, რომელიც იჯარით ავიყვანეთ. ხუძიკსაც შეუძლია ცენტრში თამაში. ძალიან კარგია, როცა ასეთი კონკურენცია და არჩევანია.

სხვათა შორის, ამ მატჩში ლიპარტიამ სწორედ ხუძიკი შეცვალა.

რაც შეეხება "კრილია სოვეტოვს", კლუბში უკვე მივიდა მოთხოვნები ეროვნული ნაკრებიდან, მეკარე იან მუხა სლოვაკეთის ნაკრებში არის გამოძახებული. ამისულაშვილს მიწვევა არ მისვლია, თუმცა ამაში გასაკვირი აღარაფერია - მან ხომ ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე უარი განაცხადა, სანამ მას თემურ ქეცბაია წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დღეს დღეობიტ არ გვაყავს ამამგვარი სტოფერი ფეხბურთში.კაშიაც კვირკველიაც ჯერ ასაკით,უფრო "სუსტებია".ხიზანიშვილი უკვე "ასაკით უთმობს".ლამის ერთი დონისაა ამისულაშვილთან,სალუქვაძე,მაგრამ მცირედად,გულმოდგინეობა აკლია ვარჯიშებში.ძველო "დიდო დამცველნო" ,საქართველოს ფეხბურთის კარიბჭისა:ხურცილავა,ჩივაძე,ძოძუაშვილი,სულაქველიძე, "არა იმ საქმის მინისტრო,რაც უფრო გეხერხებათ, კალაძე,რატომ გაჩუმებულხართ,ხმა მოგვაწვდინეთ!!! ქართულ ფეხბურთს დასაკარგი არ ჰყავს მსოფლიოს დონის,და თანაც თავმოყვარე ფეხბურთელები,დასაბრუნებლები არიან ეროვნულ ნაკრებში სანამ დროა, ს ა ჩ ქ ა რ ო დ-ხიზანიშვლი,ამისულაშვილი,კობიაშვილი,იაშვილი....თუ რაშია საქმე,რატომ "ჭაკობთ სიყუჩით" ქართველი ნაღდი "ლომები" ჰააა?
metreveli
16:32 12-02-2014
0
amisulashvilis gareshe?????????? warmoudgenelia!....
gulshematkivari italiidan
23:39 12-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული