ბერლინის "ჰერტას" უარი: ლევან კობიაშვილს კონტრაქტს არ ვუგრძელებთ!

AutoSharing Option
13 თებერვალს ჟურნალ "კიკერის" მთავარი თემა ლევან კობიაშვილის საკითხი იყო. საქმე იმაშია, რომ "ბილდთან" საუბარში 36 წლის კობიაშვილმა განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშისგან ისევ იღებს სიამოვნებას, ისევ შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და შესაძლოა, ერთი წელი კიდევ ითამაშოს.

36 წლის ლევან კობიაშვილმა 342-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგის მატჩებში. ბოლო დროს ის იშვიათად თამაშობს, თუმცა მაღალ დონეზე, ხოლო "ჰამბურგთან" 3:0-ით მოგებულ საგარეო შეხვედრაში მან "ჰერტას" უკაპიტნა კიდევაც.

ბუნებრივია, ამის მერე ყველა ბერლინური კლუბის რეაქციას ელოდა, რომელმაც არ დაახანა:

"ლევან კობიაშვილმა ჩინებულად შეცვალა კაპიტანი ფაბიან ლუსტენბერგი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველის სურვილია, კიდევ ერთი წელი ითამაშოს, დანამდვილებით შეგვიძლია თქმა - "ჰერტა" მას კონტრაქტს არ გაუგრძელებს"
, - წერს "კიკერი".

"ლევან კობიაშვილმა 100-ჯერ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და 342-ჯერ ბუნდესლიგაში. მას მხოლოდ კლაუდიო პისარო უსწრებს უცხოელთა შორის 360 მატჩით. ვინაიდან ლევანს ივნისში დაემშვიდობებიან, ხოლო პისარო ისევ თამაშობს, ქართველი რეკორდს ვეღარ მოხსნის".

აი, რას ამბობს "ჰერტას" სპორტული დირექტორი მიხაელ პრეეტცი: "ზაფხულში ყველაფერი დასრულდება. ლევანი დიდ საქმეს აკეთებს გუნდში, როცა ის საჭირო ხდება, მაგრამ ის მალე 37 წლის გახდება. ასეთ ასაკში კი ბუნდესლიგაში თამაში უკვე შეუძლებელია".

კობიაშვილთან შრომითი ხელშეკრულება მოიცავს "ჰერტასთან" თანამშრომლობის ვარიანტებს, ოღონდ არა მოედანზე, 2014/15 წლების სეზონშიც.

პრეეტცი ამბობს: "მე და ლევანმა უკვე ვისაუბრეთ პირისპირ ამ თემაზე. თავად ლევანი სპორტულ მენეჯმენტს აქტიურად სწავლობს. ის მომავალში ფეხბურთში ხედავს თავს, ოღონდ არა მწვრთნელად. საშუალო ვადით ის საქართველოში აპირებს ამ კუთხით მოღვაწეობას".

"კიკერის" ცნობით, კვირას "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ლევან კობიაშვილი ისევ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.

ასევე იხილეთ:
ერთად სათქმელი: არ წახვიდე, კობი!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაჟა მეც მაგას ვიძახი
Tornike
00:46 14-02-2014
0
დალოცვილო,თუ შეგიძლია და სურვილიც გაქვს,ითამაშე.რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი.სტენლი მეტიუზი და ჯორჯ ბესტი თამაშობდნენ და შენ ვისზე ნაკლები ხარ.ისე, ნერვების დაგლეჯა და ბოღმიანი ხალხის ნახვა თუ გინდა,ჩამოდი.
kola
19:25 13-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული