ბერლინის "ჰერტას" უარი: ლევან კობიაშვილს კონტრაქტს არ ვუგრძელებთ!

AutoSharing Option
13 თებერვალს ჟურნალ "კიკერის" მთავარი თემა ლევან კობიაშვილის საკითხი იყო. საქმე იმაშია, რომ "ბილდთან" საუბარში 36 წლის კობიაშვილმა განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაშისგან ისევ იღებს სიამოვნებას, ისევ შეუძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და შესაძლოა, ერთი წელი კიდევ ითამაშოს.

36 წლის ლევან კობიაშვილმა 342-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგის მატჩებში. ბოლო დროს ის იშვიათად თამაშობს, თუმცა მაღალ დონეზე, ხოლო "ჰამბურგთან" 3:0-ით მოგებულ საგარეო შეხვედრაში მან "ჰერტას" უკაპიტნა კიდევაც.

ბუნებრივია, ამის მერე ყველა ბერლინური კლუბის რეაქციას ელოდა, რომელმაც არ დაახანა:

"ლევან კობიაშვილმა ჩინებულად შეცვალა კაპიტანი ფაბიან ლუსტენბერგი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველის სურვილია, კიდევ ერთი წელი ითამაშოს, დანამდვილებით შეგვიძლია თქმა - "ჰერტა" მას კონტრაქტს არ გაუგრძელებს"
, - წერს "კიკერი".

"ლევან კობიაშვილმა 100-ჯერ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და 342-ჯერ ბუნდესლიგაში. მას მხოლოდ კლაუდიო პისარო უსწრებს უცხოელთა შორის 360 მატჩით. ვინაიდან ლევანს ივნისში დაემშვიდობებიან, ხოლო პისარო ისევ თამაშობს, ქართველი რეკორდს ვეღარ მოხსნის".

აი, რას ამბობს "ჰერტას" სპორტული დირექტორი მიხაელ პრეეტცი: "ზაფხულში ყველაფერი დასრულდება. ლევანი დიდ საქმეს აკეთებს გუნდში, როცა ის საჭირო ხდება, მაგრამ ის მალე 37 წლის გახდება. ასეთ ასაკში კი ბუნდესლიგაში თამაში უკვე შეუძლებელია".

კობიაშვილთან შრომითი ხელშეკრულება მოიცავს "ჰერტასთან" თანამშრომლობის ვარიანტებს, ოღონდ არა მოედანზე, 2014/15 წლების სეზონშიც.

პრეეტცი ამბობს: "მე და ლევანმა უკვე ვისაუბრეთ პირისპირ ამ თემაზე. თავად ლევანი სპორტულ მენეჯმენტს აქტიურად სწავლობს. ის მომავალში ფეხბურთში ხედავს თავს, ოღონდ არა მწვრთნელად. საშუალო ვადით ის საქართველოში აპირებს ამ კუთხით მოღვაწეობას".

"კიკერის" ცნობით, კვირას "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ლევან კობიაშვილი ისევ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.

ასევე იხილეთ:
ერთად სათქმელი: არ წახვიდე, კობი!
მკითხველის კომენტარები / 4 /
გააგრძელოს კარიერა ისევე ბუნდესლიგაში დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით იყიდიან ზოგ-ზოგიერთი გუნდი მაგ 1სეზონით ,თუ არადა ერთ-ერთ ქართულ კლუბს გაუკეთოს კაი საქმე და რომელიმეში ითამაშოს
tornike
16:21 13-02-2014
0
ლევან ამ კომენტარს თუ წაიკითხავ კაი იქნება.

იქნებ გადახვიდე ბუნდესლიგაში ახლად გადოსულ გუნდში ,შეგიძლია ლევან ერთი წელიც და 2 და 3 წელი თამაში კიდე ამის ბევრი მაგალითია 38-39 წლამდე უთამაშიათ მაღალ დონეზე,დათანხმდი ხელფასის ცოტა დაკლებას და გახდი ბუნდესლიგაში პირველი ლეგიონერი თატარებული თამაშების მხრივ დაფიქრდი უდიდეს კვალს დატოვებ ქართულ და გერმანულ ფეხბურთში გერმანულში განსაკუთრებით აქ ისედაც ყველას ძალიან გვიყვარხარ. მიდი ლეუუუუუუუშ!
vazha
16:38 13-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული