რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი "ურალი" საწვრთნელ შეკრებაზე კვიპროსში იმყოფება. ამ კლუბში ქართველებთან დაკავშირებით უცნაური სიტუაციაა -
ლაშა გვალია ოფიციალურად არის "ურალის" წევრი, კვიპროსულ შეკრებაზეც ახლავს გუნდს, მაგრამ რად გინდა - ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს არ აძლევენ რუსეთის ვიზას.
რაც შეეხება მეორე სავარაუდო ლეგიონერს,
დავით თარგამაძეს - წესით, ის 7 თებერვალს უნდა გაჰყოლოდა "ურალს" კვიპროსის შეკრებაზე, მაგრამ "შახტარის" ფეხბურთელი ჯერჯერობით არ ჩანს.
"ურალი"
ჯანო ანანიძის "როსტოვს" შეხვდა და 4:5 დამარცხდა. ლაშა გვალიამ ამ შეხვედრაში მეორე ტაიმი ითამაშა. ჯანო ანანიძეს არ უთამაშია.
"ურალის"
რიგებში ითამაშა საქართველოში ნათამაშებმა ჩისამბა ლუნგუმ.