ლევან ყენია 8 ყველაზე ახალგაზრდა სანაკრებო დებიუტანტთა სიაში მოხვდა

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 8 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, ვისაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უთამაშია და მათ შორის ლევან ყენიაც მოხვდა.

ქართველ ფეხბურთელს სანაკრებო დებიუტი 2007 წელს, ევროპის ჩეპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან მატჩში ჰქონდა, როდესაც ის 16 წლისა და 325 დღის იყო.

იმ დროს ყენია ჯერ კიდევ თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი იყო და საქართველოს ნაკრების იმჟამინდელმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა გამოიძახა.

ქართველი შემტევი შეხვედრაში  62-ე წუთიდან ჩაერთო და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა, ხოლო ტოპმიოლერმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ არასოდეს უნახავს ამ ასაკის
ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი.

უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ასევე წერს, რომ მის წარმატებულ სანაკრებო დებიუტს მოჰყვა ტრანსფერი "შალკეში", სადაც მან ტერფის უმძიმესი ტრავმა მიიღო, რამაც შეაჩერა ახალგაზრდა ტალანტის პროგრესი.

ამის შემდეგ, ყენიამ 2012/2013 წლებში საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა ლვოვის "კარპატში", საიდანაც მიმდინარე სეზონის დასაწყიში კვლავ გერმანიაში, კერძოდ, მეორე ბუნდესლიგის დიუსელდორფის "ფორტუნაში" გადაბარგდა და საკმაოდ წარმატებული დებიუტის შემდეგ კვლავ ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და დღემდე ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას.

აქვე გეტყვით, რომ უეფას მიერ გამოქვეყნებულ სიაში ასევე მოხვდნენ მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევი გარეთ ბეილი და ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაში მყოფი ბელგიელი რომელუ ლუკაკუ, რომლებსაც სანაკრებო დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდათ.

კახა თორია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ალბათ ეს იქნება ყენიას ყველაზე დიდი მიღწევა. ასე მოსდით საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ადამიანებს. გავაღმერთეთ და აი შედეგიც...
თემური
14:10 14-02-2014
0
თემური და ჯANDABA შენ. იმის მაგიერ, რომ გაამხნევო ახალგაზრდა, ტრამვებით გატანჯული კაცი, სისულელეებს წერ აქ. იდი ნა ხ.......
zakoia
15:34 14-02-2014
0

სიახლეები პოპულარული