რუსულმა კლუბმა ევროგანაცხადში უკვე შეიყვანა ახალგაზრდა მცველი საბა კვირკველია, რომელიც გუნდთან ერთად გაემგზავრა ესპანეთში.
ის კი არა, კვირკველიას კარგი შანსი აქვს, "ბეტისთან" მატჩში სასტარტოშიც იყოს - "სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, ცენტრალური მცველის ერთ პოზიციაზე ბურლაკი ითამაშებს, მეორეზე კი ორიდან ერთ-ერთი - ან ქართველი, ან ესპანელი სესარ ნავასი. ნავასი გამოცდილი ვეტერანია, რომელიც "რეალის" აღზრდილია და "მალაგაში" აქვს ნათამაშები.