ლევან ყენია შესაძლოა უკრაინაში დაბრუნდეს - "ფორტუნადან" "ტავრიაში"

AutoSharing Option
23 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია შესაძლოა უკრაინაში დაბრუნდეს. ამის შესახებ უკრაინული ვებ-გვერდი matchday.com.ua იუწყება.

დიუსელდორფის "ფორტუნას" ფეხბურთელის გადაბირებით, რომელიც მანამდე ლვოვის "კარპატის" ღირსებას იცავდა, სიმფეროპოლის "ტავრიაა" დაინტერესებული და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ყენიას "ტავრიაში" მიწვევის ინიციატორი კი გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვია, რომელიც ქართველს ჯერ კიდევ "კარპატიში" მუშაობისას წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ "ტავრია" ამ დროისთვის უკრაინის ჩემპიონატში ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება. სიმფეროპოლელებს 17 მატჩის შემდეგ მხოლოდ 8 ქულა აქვთ.

ამასობაში, "ტავრიის" ფანკლუბის საიტმა ყენიას შესაძლო ტრანსფერის თემა უკვე აქტიურად აიტაცა
და გუნდის მთავარი მწვრთნელის ციტატაც გამოაქვეყნა, სადაც ის ყენიაზე აღფრთოვანებით საუბრობს:

Sportall.Ge"ლევან ყენია ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო "კარპატიში", თუმცა ის იქ მხოლოდ თავის შესაძლებლობების 50-60 პროცენტს ავლენდა. ეს გასაგები იყო, რადგან ის ორი წელი მკურნალობდა და დროს სჭირდებოდა, რათა ფორმაში შესულიყო.

ყენია ბუზღუნებდა, როდესაც უკმაყოფილო იყო კლუბში ადმინისტრაციული სახის პრობლემების გამო, თუმცა საკმარისია მოედანზე გავიდეს და თვალი ბურთს მოჰკრას, რომ უმალ ყველაფერი ავიწყდება. ყენია წამიერად იღებს გადაწყვეტილებას და მცველებს მისი განზრახვის გამოცნობა არ შეუძლიათ.

ჩემთვის გასაგები იყო, რომ ვარჯიშებზე ის ასი პროცენტით ვერ დაიხარჯებოდა და ამიტომ ზოგიერთი სავარჯიშოს შესრულებისგან ვათავისუფლებდი. მთლიანობაში, მასთან განსაკუთრებული მიდგომა მქონდა. საბედნიეროდ, დანარჩენ ფეხბურთელებს ესმოდათ, რომ ის გარკვეულ დატვირთვებს დაზარების გამო არ ტოვებდა".


თავის მხრივ, ლევანიც თბილად საუბრობდა ნიკოლაი კოსტოვზე:

"მიუხედავად იმისა, რომ "კარპატიში" არცთუ კარგ ფორმაში მყოფი მივედი, ნიკოლაი კოსტოვმა ჩემი ირწმუნა და ამისთვის მისი მადლიერი ვარ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთ ჭკვიან მწვრთნელთან მუშაობა".
მკითხველის კომენტარები / 5 /
zviad - მიდი ლევან, მთავარია კარგი მწვრთნელის ხელში იყო - ესაა ყველაზე მთავარი, თორე სამფეროპოლის ტავრია იქნება თუ ცისარტყელა შენთვის მნიშვნელობა არა აქვს :)". მაგარი და ძალიან "ჭკვიანური" აზრია. ვერაფერს დაამატებს კაცი ღმერთმანი. რაც შეეხება ლევანს, ვფიქრობ რომ მისის დიდი ფეხბურთის თამაში, სამწუხაროდ დამთავრებულია, რადგან ტრამვებმა ტავისი დაღი დაასვეს. ასეა ფეხბურთელის ბედი. ან გაგიმართლებს ან არა. ძალიან მწყინს ეს ყველაფერი. ხომ არ ჯობს ლევანმა ამის გამო საერთოდ დაანებოს თავი აქტიუტ ფეხბურთს და მიხედოს ჯანმრთელობას. რა ვიცი.....
aleko
11:53 21-02-2014
0
საერთოდ ფეხბურთელებმა, კარგი გუნდები კი არა კარგი მ წ ვ რ თ ნ ე ლ ე ბ ი უნდა ეძებონ! მასწავლებელი, აღმზრდელი - ისაა მთავარი და არა გუნდის ფორმა. ბევრი კარგ გუნდში გადასული ფეხბურთელი გაფუჭებულა უგემური მწვრთნელების ხელში.
zviad
20:58 20-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული