ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში 2 წლისა და 100 დღის შემდეგ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
2 წლისა და 100 დღის შემდეგ 36 წლის ლევან კობიაშვილმა კვლავ გაიტანა ბუნდესლიგაში. ამ ხნის განმავლოვაში ლევანმა "ჰერტასთან" ერთად II ბუნდესლიგაში გავარდნა, ნახევარ-წლიანი დისკვალიფიკაცია და უკან დაბრუნებაც მოასწრო.

ბერლინის "ჰერტა" 22-ე ტურში "ჰერტამ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "შტუტგარტი".

"შტუტგარტთან" თამაშში ლევანი ისევ დაცვის ცენტრში თამაშობდა და ისევ კაპიტანი იყო. მე-5 წუთზე "ჰერტამ" ანგარიში გახსნა, ეს ადრიან რამოსის პასით ჩვენმა თანამემამულემ მოახერხა. კობიაშვილის დარტყმა აუღებელთა კატეგორიას განეკუთვნებოდა.

"შტუტგარტმა" პირველ ტაიმში გაათანაბრა (ბოკა), თუმცა შეცვლაზე შესულმა სანდრო ვაგნერმა 87-ე წუთზე გამარჯვება მოუტანა ბერლინურ
კლუბს. ბოლო წუთზე შეხვედრის გმირი გააძევეს. ჩვენმა თანამემამულემ 90 წუთი ითამაშა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაცი ბუნდესლიგაში 90 წუთი უმაღლეს დონეზე თამაშობს და ჩვენი ნაკრების დონეს თურმე ვერ აკმაყოფილებს.
giorgipirweli
11:25 23-02-2014
0
Yochag levan dzlian gamixarda
kobi
13:18 23-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული