შეგახსენებთ, რომ თარგამაძემ სეზონის პირველი ნახევარი, ასევე იჯარით, "ილიჩევეცში" გაატარა. რაც შეეხება "ურალს", ეს გუნდი ბოლო მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა და ყველაფერი იქ გადაწყდება.
ამასთან დაკავშირებით Sports.ru:-მ გამოაქვეყნა სტატია: "ვინ არის დავით თარგამაძე", სადაც მოთხრობილია ქართველი ლეგიონერის კარიერის შესახებ.
"ბევრმა წყარომ
"რუსეთში უკეთესი ჩემპიონატია, "ურალის" სასარგებლოდ არჩევანი კი ალექსანდრ ტარხანოვის გამო გავაკეთე. მას უყვარს შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი", - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში თარგამაძე.
თუკი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, დავითს შეუძლია შეცვალოს ტრანსფერზე დაყენებული ედგარ მანუჩარიანი. ქართველი "ურალის" შეტევებს დამატებით ვარიანტებს შემატებს", - წერს რუსული ინტერნეტპორტალი.
შეგახსენებთ, რომ "ურალის" წევრად ითვლება ლაშა გვალიაც, რომელსაც რუსეთში შესვლის და მუშაობის ვიზას არაფრით აძლევენ. კლუბშია საქართველოში ნათამაშები აფრიკელი ფორვარდი ჩისამბა ლუნგუც.