დავით თარგამაძე ჯერჯერობით ისევ "ილიჩევეცში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
28 თებერვლამდე უნდა გაირკვეს დავით თარგამაძის ტრანსფერის ამბავი. მოგეხსენებათ, ქართველი ნახევარმცველი იჯარით "ურალში" გადადის სეზონის ბოლომდე.

ჯერჯერობით ეს ტრანსფერი არ დასტურდება ოფიციალურად, თავად თარგამაძეს კი... ისევ "ილიჩევეცში" მივაკვლიეთ. ჩვენებური "ილიჩევეცის" დუბლებში ვარჯიშობს და 25 თებერვალს ორმხრივ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ეგრეთ წოდებულ "ყვითლებსა" და "ლურჯებს" შორის 2:2-ით დასრულებულ შეხვედრაში მან "ლურჯებში" ითამაშა, გოლი არ გაუტანია.

თარგამაძესთან ერთად ითამაშა 18 წლის ზურაბ ოჩიგავამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. კიდევ ერთი ქართველი კი, რომელიც ასევე უკრაინის მოქალაქეა - მცველი ლევან მახარაძე (20 წლის), ძირითად გუნდში
გადაიყვანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული