ლევან კობიაშვილი ბუნდესლიგის 22-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
28 თებერვალს ბერლინის "ჰერტა" მასპინძლობს "ფრაიბურგს". ეს მატჩი ძალზე მნიშვნელოვანია ლევან კობიაშვილისთვის. ის, სავარაუდოდ, უკანასკნელად ხვდება გუნდს, რომელშიც დაიწყო მისი ბრწყინვალე გერმანული კარიერა. ბერლინის "ჰერტას" უნივერსალმა "ფრაიბურგიდან" დაიწყო, შემდეგ კი იყო "შალკე".

ლევანს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაასრულებს თუ არა კარიერას ზაფხულში, თუმცა უკვე ცნობილია "ჰერტას" პოზიცია - კობის აღარ შესთავაზებენ ახალ ხელშეკრულებას.

36 წლის ქართველს სულ 6 მატჩი აკლია ბუნდესლიგაში 350 შეხვედრის გამართვასთან.

"ეს იყო ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი დრო, 20 წლის ბიჭს ნდობა გამომიცხა
და ფოლკერ ფინკემ. ძალიან მადლიერი ვარ კლუბისა და მის მიერ მოცემული შესაძლებლობების გამო,
- აცხადებს კობი "ბერლინერ ცაიტუნგთან" საუბარში. - ახლა ძალიან კარგი დროება მიდგას, ვტკბები იმით, რაც გამაჩნია. ასეთ მატჩებში მონაწილეობა ძალიან მახარებს".

ამასობაში დასრულდა ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტზე გამოკითხვა, თუ ვინ იყო 22-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი. შეგახსენებთ, რომ ამ ტურში ლევან კობიაშვილმა "შტუტგარტის" კარში გოლი გაიტანა.

ხმათა 45,65 პროცენტით გაიმარჯვა ჩვენმა თანამემამულემ. მან გაუსწრო რაფაელ შეფერს (მეკარეს, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია) და პიერ მიშელ ლასოგას (ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა). მეოთხე ადგილზე კი თომას მიულერი გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კობი მაგარი ხარ, ღმერთმა დაგლოცოს. და საქართველოს უმრავლოს შენნაირი შრომისმოყვარე და ჯიგრიანი ფეხბურთელები
gaiozi
16:26 28-02-2014
0
კობი დინამოში...
m.m.m.
18:06 28-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული