19 წლის ქართველი თავდამსხმელი უკრაინულ გუნდში სინჯებზე იმყოფებოდა და მასთან ერთად თურქული შეკრებაც გაიარა. საბოლოოდ "სევასტოპოლის" ხელმძღვანელობამ დარციმელიას კონტრაქტი გაუფორმა და 28-ნომრიანი მაისურა მიაკუთვნა.
შეგახსენებთ, რომ დარციმელია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი მარნეულის "ალგეთში" თამაშობდა. სხვათა შორის, დათო პირველი ქართველია, ვისაც "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში უვარჯიშია: 2007 წელს, როცა თბილისის "ლოკომოტივი" კატალონიური კლუბისთვის ტალანტების მოძიების პროგრამაში ჩაერთო, აქ
რაც შეეხება "სევასტოპოლს", გუნდი უკრაინის ჩემპონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.
ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ საქართველოში, როგორ იყენებენ კადრებს.