დავით სირაძემ ნალჩიკის "სპარტაკში" დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
რუსეთის პირველი დივიზიონის ნალჩიკის "სპარტაკმა" თურქულ შეკრებაზე უკანასკნელი მატჩი გამართა - ჩერნიგოვის "დესნას" 3:2 მოუგო. ამ გამარჯვებაში ჩვენმა თანამემამულე დავით სირაძემ ლომის წილი დაიდო - დუბლი შეასრულა.

სირაძემ მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში და მე-20 წუთზე მანვე 2:0 გახადა. პირველ ტაიმში "სპარტაკის" რიგებში ითამაშეს სირაძემ, გუჯა რუხაიამ და გიორგი ჯიქიამ, მეორეში კი - ნიკა ჩხაპელიამ.

"სპარტაკმა" ჩემპიონატის განახლების წინ მცველი ჯიქია განაცხადში შეიყვანა. ის 14 ნომრით ითამაშებს. ნახევარმცველი ჩხაპელია კი - 77 ნომრით.

შეგახსენებთ, რომ I დივიზიონში "სპარტაკი" 30 ქულით მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული