ნუკრი რევიშვილი - პენალტების სპეციალისტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსული I დივიზიონის ბოლო ტურში "ტოსნოს" მეკარე ნუკრი რევიშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი პენალტის მოგერიებით - მან შეხვედრის 45-ე წუთზე "ენისეის" ფორვარდს არ გაატანინა, მაშინ, როცა მისი გუნდი 2:1-ს იგებდა.

თამაში "ტოსნომ" 3:1 მოიგო და 34 ქულით მე-4 ადგილზეა. ქართველთა გუნდი პრემიერლიგის საგზურისთვის იბრძვის.

რევიშვილი, რომელიც ქეცბაიას პერიოდში საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა, პენალტების სპეციალისტად ჩამოყალიბდა ამ სეზონში - მან "ტოსნოს" მაისურით უკვე 5 პენალტი მოიგერია.

ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ჩვენებურმა მე-5 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მესის და რონალდოს გავარტყი ორივეს ერთად კაი კაცი ხარ ნუკრი ისე წერენ ამათზე ვითომ 11 მეტრიანი არ ქონდეთ გამაზული.
qutaiseli
19 ნოემბერი 2014 12:52
0
სიტყვა "ქართული ფეხბურთი" ვინ დაამკვიდრა ნეტავ?. რა ღრუზინებმა მოიგონეს ეს თამაში თუ რაშია საქმე? ანუ "ქართული ფეხბურთი" კი არ არის მკვდარი, არამედ "ფეხბურთია საქართველოში მკვდარი". აი ესაა სწორი გამოთქმა.
მახო
19 ნოემბერი 2014 12:44
0
ნუკრი დარაგოი. კარგია რომ პენალტების აღება დაგიწყია, თუმცა "ჭ" კლასის რუსული გუნდიდან, მალე წასვლას გისურვებდი სხვა, უფრო მაღალი დონის გუნდში. ყველაფერს ფინანსებს ნუ უკავშირებთ ქართველი ფეხბურთელები. სხვა მიდგომებია საჭირო. ასე მგონია მე.
maradi
19 ნოემბერი 2014 12:40
0
ოოოოოოოოოო, უყურე შენ. ამას მალე მილანში თუ არა, მანჩესტერ სიტიში მაინც მიიწვევენ. პენალტები კი აიღო, მაგრამ საკითხავი ისაა, ვინ დაურტყა პენალტი, მესიმ, რონალდომ თუ ვასია პულიგინმა?
aminadari
19 ნოემბერი 2014 10:04
0
ro iyvnen mashin ra qnes ?
იკ
18 ნოემბერი 2014 23:56
0
ნუკრი, ალექსანდრე ამისულაშვილო, დავით სირაძე, ყენია და ა.შ. თემური წავიდაააააააააააააააააა, ჩამოდით და "მჯერა" დადებთ ევროსაგზურს. იმდენი თქვენი................
akim
18 ნოემბერი 2014 17:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული