The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
Caption Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
AUTO PLAY
რუსული I დივიზიონის ბოლო ტურში "ტოსნოს" მეკარე ნუკრი რევიშვილმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი პენალტის მოგერიებით - მან შეხვედრის 45-ე წუთზე "ენისეის" ფორვარდს არ გაატანინა, მაშინ, როცა მისი გუნდი 2:1-ს იგებდა.
თამაში "ტოსნომ" 3:1 მოიგო და 34 ქულით მე-4 ადგილზეა. ქართველთა გუნდი პრემიერლიგის საგზურისთვის იბრძვის.
რევიშვილი, რომელიც ქეცბაიას პერიოდში საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა, პენალტების სპეციალისტად ჩამოყალიბდა ამ სეზონში - მან "ტოსნოს" მაისურით უკვე 5 პენალტი მოიგერია.
ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ჩვენებურმა მე-5 ადგილი დაიკავა.
სიტყვა "ქართული ფეხბურთი" ვინ დაამკვიდრა ნეტავ?. რა ღრუზინებმა მოიგონეს ეს თამაში თუ რაშია საქმე? ანუ "ქართული ფეხბურთი" კი არ არის მკვდარი, არამედ "ფეხბურთია საქართველოში მკვდარი". აი ესაა სწორი გამოთქმა.