"ზესტაფონი" უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ლვოვის "კარპატის" დასჯას სთხოვს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას სთხოვს, დასაჯოს ლვოვის "კარპატი" და აიძულოს ის, გადაიხადოს 180 ათასი ევრო, რომელიც მას ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლომ "ზესტაფონის" სასარგებლოდ დააკისრა.

ამის შესახებ sport.ua იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ქართული და უკრაინული კლუბების დავის საგანი "კარპატიში" 2012 წელს განხორციელებული ბუბა (მურთაზ) დაუშვილის ტრანსფერიდან მისაღები კომპენსაციაა, რომელსაც "ზესტაფონი" ფეხბურთელის აღზრდისთვის ითხოვს.

CAS-მა გადაწყვეტილება იმერული კლუბის სასარგებლოდ მიიღო და "კარპატის" 180 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ოქტომბერს მიიღო, ლვოველებს კი მისი აღსრულებისთვის 30 დღე ჰქონდათ, რომელიც უკვე
გავიდა.

ვადის გასვლის შემდეგ "ზესტაფონმა" უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული