"კახა ცხადაძე და მისნაირები უნდა ხვდებოდნენ, რომ პურს აზერბაიჯანი აჭმევთ!"

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის XII ტურში ბაქოს "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის, ლენქორანის "ხაზარს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

თამაშის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა, რომელიც ქართველ სპეციალისტს უკავშირდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცხადაძემ მეტოქე გუნდისა და გულშემატკივრების მისამართით უხამსი ჟესტი შეასრულა, რისთვისაც "ხაზარის" სპორტულ დირექტორთან, იუნის ჰუსეინოვთან მოუხდა "საქმის გარჩევა". ადგილობრივი საიტების ცნობით, ინციდენტში პოლიციაც ჩაერია.

რა და როგორ იყო სინამდვილეში, ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ მომხდარზე ცხადაძისა და ჰუსეინოვის კომენტარებს შემოგთავაზებთ. განსაკუთრებით კი, ყურადღებას ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სამარცხვინო პირველ რიგში,
მისი მთქმელისთვისაა...

"ვერ მივხვდი, რატომ აჩვენა ცხადაძემ ის ჟესტი მატჩის მიწურულს. დღეს "ინტერმა" მოიგო და ვულოცავ. რა საჭირო იყო ასეთი პროვოკაციები?

ისეთები, როგორიც კახაბერ ცხადაძეა, უნდა ხვდებოდნენ, რომ პურს აზერბაიჯანი აჭმევთ და აქ მსგავს ჟესტებს არ უნდა აკეთებდნენ. ეს საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

მინდოდა ცხადაძისთვის ამ ყველაფრის ახსნა, მაგრამ მან ჩემკენ მუშტებით გამოიწია. რატომ ვაძლევთ ასეთ ხალხს ამდენის უფლებას?" - აქვეყნებს ჰუსეინოვის ნათქვამს azerifootball.com-ი.

იგივე გამოცემა კახას კომენტარსაც აქვეყნებს ასეთი სათაურით: კახა ცხადაძემ უკან დაიხია.

"ტრიბუნებსქვემოთ ოთახში, იუნის ჰუსეინოვისა და "ხაზარის" სხვა წარმომადგენლებისგან გაკვეთილის მიღების შემდეგ, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე სულ სხვანაირად ალაპარაკდა:

"ჩემი ჟესტი მხოლოდ სიხარულის გამოხატულება იყო და ის მიზნად მეტოქის შეურაცხყოფას სულ არ ისახავდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ "ხაზარს" და არასდროს შეურაცხვყოფ არც ამ კლუბს და არც მის გულშემატკივრებს. უბრალოდ, ჩემი ჟესტი არასწორად აღიქვეს და არაა საჭირო, ბუზის აქლემად გადაქცევა..."

ასევე იხილეთ:
ლეგიონი: კახა ცხადაძე პოლიციამ გააშველა, გიორგი ჩიხრაძემ "ნეფთჩი" დასცა
მკითხველის კომენტარები / 15 /
იუნის ჰუსეინოვ - ცხადაძეს პურს აზერბაიჯანი კი არა მისი პროფესიონალიზმი აჭმევს.
სახელი
22 ნოემბერი 2014 13:16
0
samed adilov ჩვენ ორ ერს შორის რომელი ჯობია ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს და არა მგონია სწორი იყოს.რაც შეეხება კონკრეტულათ ფეხბურთს,მართალი ხარ; ჩვენი ფეხბურთის ;მამების;[მთავრობისაც]ხელში თქვენც კი შეიძლება გაგვისწროთ,მაგრამ ერთი თხოვნა მექნება სანამ ჩაგვიქროლებთ იქნება...შეგერბინათ.
sake
22 ნოემბერი 2014 09:53
0
სამედ. 2030 წელს 12 მილიონი რო გახდები. ... მთაწმინდა გეცოდინება ალბათ? იქედან გამოექანეთ და დოინჯით დაახტით იმ 3 800 000 ქართველს. . . შენნაირები არ უნდა ცოცხლობდნენ. ..
Kaxa
22 ნოემბერი 2014 03:40
0
და მერე ვერ ... ეს ცხადაძე ცემაში და ვერ მიაგდეს სადმე ბუჩქებში ან სანაგვეზე? მე მკითხე და გული დაგვწყდებოდა დაგვენანებოდა თუ რაა
giorgi
22 ნოემბერი 2014 02:00
0
ramden shennair gvels vizrdit ubeshi.?!!!
Kaxa sameds
21 ნოემბერი 2014 23:31
0
ყოჩაღ სამედ..... რახან ქართულად წერ ესეიგი საქართველოში ცხოვრობ და საქართველოს მოქალაქეც იქნები. თუ იცი ეხლა რა დაწერე? ყველა ქართველს ჩაგვაფურთხე სულში, ყველას მოგვაყენე შეურაცხყოფა. შენ და შენნაირების გამო ჩვენ ქართველები აზერბაიჯანელებს შეურაცხყოფას არ მივაყენებთ, რადგან როგორც ჩანს შენ უღირსი აზერბაიჯანელი ყოფილხარ, მე მხოლოდ ღირსეულებს ვიცნობ. შენ ქვეყანამ ყველაფერი მოგცა და ასე უხდი სამაგიეროს? თუ გაინაღდე შენი და ეხლა ქართველები ფეხებზე გკიდია? თუ კიდევ საქართველოში ხარ შენ და შენნაირები წადით იქ სადაც გინდათ. შენნაირები არ არიან ღირსნი იცხოვრონ არც საქართველოში და არც აზერბაიჯანში (ოღონდ კარგად დაიმახსოვრე, მხოლოდ შენნაირად მოაზროვნე ადამიანები მყავს მხედველობაში, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ჩვენს, ქართველების და აზერბაიჯანელების მეგობრობას).
ასე რომ ჯერ უფროსებისთვის გეკითხა რისი დაწერაც გინდოდა და ისინი უეჭველი დაგიშლიდნენ, რადგან ქართველების და აზერბაიჯანელების მეგობრობას შენნაირი უღირსი ადამიანები ხელს ვერ შეუშლიან და სამწუხაროდ ეს უღირსი ხალხი კი ყველგან არის ქართველებშიც და აზერბაიჯანელებშიც, ასევე სხვაგან
samed adilovs
21 ნოემბერი 2014 22:18
0
სამედ ადილოვს. ღმერთმა გამრავლოთ, მაგრამ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა თორე თქვენზე სწრაფად სუდანი იზრდება მოსახლეობით და ინდოეთი. ეგ სხვა თემაა. რაც შეეხება კიდე ეკონომიკას ეგ აზერების დამსახურება ნაკლებადაა. ნავთი გაქვთ, ეგ როარ გქონდეთ იქნებოდა მთელი აზერეთი გარდაბანივით. მშვენივრად ვიცი რო არაკორექტულად ვთქვი და ზუსტად ისე ვთქვი როგორც მინდოდა. და აზერების ძმობა რაში გამოიხატება? სამადლოდ პურს რო აჭმევენ თითო ოროლა ქართველებს? პურს აქეთ გაჭმევთ ნაევარი მილიონი აზერი რო მოკედლებულია საქართველოს და საუკეთესო მიწები აქვთ ,,დათრეული,,. ტუ იმაში გამოიხატება რო დავით გარეჯს გვართმევენ და ზედ მონასტრის კედელზე გაიყვანეს საზღვარი და ავტომატიანი პაგრანიჩნიკები ქართველებს რამოდენიმე მეტრიდან სურათის გადაღებას უშლიან. შორს წავალთ საერთოდ მოსახლეობის შეგნება და განათლება რო შევადაროთ. თუ იმაში გამოიხატება ძმობა რო ათობით თაობა საქართველოსი იზრდება და ელემენტარულად ქართულად ლაპარაკი არ იციან. გრამატიკაზე და წერა კითხვაზე საუბარიც არაა. მარტლა იაღში რააა. ცვენზე მეტი მართლა ხართ აზერებო მისახედი და მართლა არ უნდა ეძახონ ქართველებს პურს გაჭმევთო.
CHIKO
21 ნოემბერი 2014 20:57
0
თვითონ ჩიკო-ს გამოთქმა "უინტელექტო აზერი" გეთანხმები, რომ არ არის კორექტული, მაგრამ რასაც შენ წერ და რაზეც იმ აზერბაიჯანელს ამართლებ ეს არის ზუსტად რასიზმი, ქსენოფობია და ყველაფერი ერთად. აბა წარმოიდგინე საქართველოს ჩემპიონატში მსგავსი სიტუაცია, ცხადაძის ადგილას რომ ყოფილიყო აზერბაიჯანელი მწვრთნელი და მოწინააღმდეგე გუნდის სპორტულ დირექტორს (ქართველს) რომ ეთქვა იმ აზერბაიჯანელისთვის (ცხადაძის ადგილას რომ იქნებოდა) შენ და შენნაირებს ქართველები გაჭმევთ პურს და ეს არ დაგავიწყდესო და საერთოდ რატომ ვაძლევთ ამ ხალხს ამდენის უფლებასო... აბა წარმოიდგინე, როგორი საქციელი იქნებოდა ქართველის მხრიდან?.... მე დიდ პატივს ვცემ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აზერბაიჯანელი, მაგრამ რაც ამ კაცმა იკადრა ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ან წარმოიდგინეთ ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიის ლიგებში რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, იქ ბევრია უცხოელი მწვრთნელი და "არარეზიდენტი" მწვრთნელისთვის რომელიმე იმ ქვეყნის რეზიდენტ სპორტულ დირექტორს ეთქვა "შენნაირებს" ჩვენი ქვეყანა აჭმევს პურს და საერთოდ ამ ხალხს რატომ ვაძლევთ ამდენის უფლებასო.... წარმოიდგინე თუ ვერა? ის მწვრთნელი, რომელსაც აზერბაიჯანი აჭმევს პურს (ცხადაძეს ვგულისხმობ) იცავს ბაქოს ინტერის ღირსებას მწვრთნელის რანგში და შეიძლება ჰქონოდა აღშფოთების საბაბი, ადამიანი შეიძლება აჰყვეს ემოციას, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ყოფილა, ისეთი რაც აზერბაიჯანელებს აყენებს შეურაცხყოფას. თავისი საქციელით ისეთი რამ არ გაუკეთებია, რაც აზერბაიჯანს ან მის ტრადიციებს შეურაცხყოფას აყენებდეს. ეს სპორტია და მსგავსი სიტუაციებუ ბევრია. ბევრი რამ ხდება ევროპაშიც, ხდება კამათიც, უფრო უარესიც, მაგრამ რაც ამ აზერბაიჯანელმა ადამიანმა იკადრა მართლაც რასიზმი და ქსენოფობიაა, მეტი არაფერი.
ჩემო აზერბაიჯანელო ძმებო მიყვარხართ ძალიან.
chiko batono-s
21 ნოემბერი 2014 20:24
0
chiko-ს. ღრუზინებს არა მარტო აზერებმა გაგისწრეს, არ არსებობს მგონი აღარც აფრიკული ქვეყანა, რომელმაც თქვენ არ გაგისწროთ. ვის ედრებით? ან რაში, რომელ სფეროში ჯობიხართ აზერევს. მთავარი რაც არის დღევანდელ პირობებში, ისიც არ გაქვთ და სხვას შეყურებთ სამათხოვროდ. გაჩერდით მაინც რა. აზერბაიჯანი იზრდება და 2030 წლისათვის 12 მილიონს მიაღწევს. თქვენი პროგნოზი კი სავალალოა, 3 მილონ 800 ათასამდე შემცირდებით. არ თქვა ახლა არაო. ასე რომ. იახში რა...თავს მიხედეთ ჯობია.
samed adilovi
21 ნოემბერი 2014 18:21
0
სად დაინახეთ აქ აზერის უინტელექტობა? უინტელექტო კაცების მეტი რაა ჩვენში, მითუმეტეს ფეხბურთელთა (თუ ყოფილ ფეხბურთელთა) შორის? სად შეჭამს და სად არა პურს ცხადაძე, არ აქვს მნიშვნელობა, სადაც ჭამს, იქაურობას უნდა სცეს პატივი და მასპინძლად (თუნდაც კორექტულ მასპინძლად) არ უნდა წარმოაჩინოს თავი ადგილობრივების წინაშე, გასაგებია? "ფუფ" და ასეთი რაღაცები რასისტული გამონათქვამებია და მეტი დაფიქრება გვმართებს ყოველი სიტყვის წარმოთქმამდე, მითუმეტეს დაწერამდე!!!
chiko batono:
21 ნოემბერი 2014 18:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული