ლეგიონი: კახა ცხადაძე პოლიციამ გააშველა, გიორგი ჩიხრაძემ "ნეფთჩი" დასცა

AutoSharing Option
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და ჩვენთვის გასახარი ამბებიც მოხდა. გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" შინ 1:0 მოუგო ბაქოს "ნეფთჩის". ეს ზაქათალური კლუბისთვის ძალიან დიდი წარმატებაა.

"ჩვენ ლიდერის წინააღმდეგ ვთამაშობდით და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოვიგეთ. ბევრი ქულა დავკარგეთ და ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. მადლობა ფეხბურთელებს და ფანებს", - თქვა ნამატჩევს ჩიხრაძემ.

ბაქოს "ინტერმა" შინ 3:1 მოუგო "ხაზარს". მასპინძელთა შორის ძირითადში იყვნენ ალეკო ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე. სათადარიგოთა სკამზე იჯდა გიორგი ლომაია, ხოლო ბაჩანა ცხადაძე ტრავმირებულია. დუბლი მიითვალა ბაქოელთა ესპანელმა ლეგიონერმა, ექსდინამოელმა მიკელ ალვარომ.

გაუგებრობა მოხდა "ინტერის" მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესა და "ხაზარის" სპორტულ დირექტორ იუნის ჰუსეინოვს შორის, რომელიც მას შემდეგ ჩაცხრა, რაც საქმეში პოლიცია ჩაერია - ასე წერს "აზერისპორტი". ისე კი, ეს წყარო ხშირად ამეტებს ან სულაც არარსებულ ამბებს თხზავს, როცა საქმე ცხადაძეს ეხება.

აზალ-მა შინ 3:3 ითამაშა "გაბალასთან". 24-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა აზალ-ის მცველმა ლაშა კასრაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგრეა გაგა.. რაც მე მინახია გაჩიანში, ირომუღალოში და მარნეულში. დასანახად ვერ გვიტანენ აქაც. ახია ჩვენზე!!!!!
ვეტერანი
16:58 22-11-2014
0
აზერებს საერთოდ არ უყვართ და პატივს საერთოდ არ სცემენ ქართველებს გაიგეთ. მე ვეცნობი მაგათ პრესას საერთოდ ანტიპატიით არია ცქართველებისადმი.
gaga
20:08 21-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული